პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი დაასახელა

27 ივნისი 2017, 00:00 2772 ნახვა

არჩევნების თარიღი ჯერ არა, თუმცა დაახლოებითი პერიოდი ცნობილია. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.

პარლამენტში მეორე მოსმენით მიმდინარეობს “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა, რომლის თანახმადაც არჩევნები 60 დღეზე ადრე ვერ დაინიშნება, აქამდე კი ეს შესაძლებელი იყო, ასე მოხდა გასული საპარლამენტო არჩევნების დროსაც, შარშან წინასაარჩევნო პერიოდი 4 თვიანი იყო, ახლა კი მხოლოდ 60 დღეს გაგრძელდება. სწორედ ამის გათვალისწინებით გიორგი მარგველაშვილი კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით აქტს აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.

ოქტომბერში საქართველოში მერების, გამგებლების და საკრებულოების არჩევნები ჩატარდება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი