 
                                        
                                                                    
                            
                            
                                
                                
                            
                            ბათუმში, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ეჭვმიტანილი მძღოლი დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა თამარ მეფის გამზირზე დღეს დილით მოხდა.საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი 9 წლის ბიჭს დაეჯახა.მედიკოსთა ბრიგადას მოზარდი შემთხვევის ადგილას გარდაცვლილი დახვდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            