ბათუმის დაწუნებული ესტაკადის პროექტი 

23 ივნისი 2017, 00:00 5987 ნახვა

სატრანსპორტო ესტაკადის პროექტი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაიწუნა. გადასასვლელი ხიდი ბათუმის შემოსასვლელთან უნდა აშენდეს. ამისთვის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია. მთავრობაში გვითხრეს, რომ ამ პროექტში მათ ფული არ გადაუხდიათ, რადგან იგი “ბათუმის ნავთობტერმინალმა” უსასყიდლოდ გადასცა.

რაც შეეხება ხარვეზებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოქლვაძე ამბობს, რომ გამოასწორებენ და უახლოეს მომავალში ტენდერსაც გამოაცხადებენ.

საუბარია ბათუმის პორტთან არსებულ გზაზე, სადაც მატარებლის გადაადგილება, ხშირად ავტომობილების მოძრაობას აფერხებს, ესტაკადის მშენებლობის შემთხვევაში კი მოძრაობა განიტვირთება. აქ არსებული ხიდი, წლების წინ, ასლან აბაშიძის გადაწყვეტილებით დაანგრიეს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი