ეროვნული ბანკი-ცვლილებები და გამონაკლისები

21 ივნისი 2017, 00:00 1652 ნახვა

ათ დღეში ძალაში შევა კანონი, რომლის თანახმადაც საქართველოში ქონების რეალიზაციის ან მომსახურების ფასის ეროვნულ ვალუტაში, ანუ ლარში გამოქვეყნება სავალდებულო გახდება. ცვლილება სარეკლამო კანონშია შესული, ანუ ნებისმიერი უძრავი ქონების სარეკლამო ფასი უნდა დაფიქსირდეს ლარში.

ცვლილება ეხება უფასო განცხადებების საიტებსაც. თუმცა პარალელურად ეროვნული ბანკი ამუშავებს პროექტს, რომელიც გამონაკლისებს უშვებს. ასეთი გამონაკლისების ჩამონათვალი კი საკმაოდ დიდია. მათ შორისაა საერთაშორისო, სარკინიგზო გადაზიდვები, უცხოური ვებგვერდების საშუალებით ტურისტული მომსახურების შეთავაზებები და საექსპორტო/საიმპორტო საქონელი. 

ამავე კატეგორიაში