საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალურ აფრიკაში მიემგზავრება

04 ივნისი 2016, 00:00 3513 ნახვა

საგამოძიებო საქმიანობას   თავდაცვის მინისტრის ინიციატივით შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ორშაბათიდან შეუდგება. გამგზავრებამდე ჯგუფის წევრებს თინა ხიდაშელი  შეხვდა და 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმესთან დაკავშირებული დეტალები კიდევ ერთხელ განიხილა. მოგვიანებით, ჯგუფის წევრები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეროს წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და ვიდეოკონფერენციის საშუალებით ადგილზე დაგეგმილი საგამოძიებო საქმიანობის გარდა, უსაფრთხოების, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, თარჯიმნის მომსახურებისა და ტრანსპორტირების საკითხები  განიხილეს. ქართულმა მხარემ გაეროს წარმომადგენლებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან შეხვედრების ორგანიზებაც სთხოვა.  უცხოელი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა 29 იანვარს გააკეთა. ამის შემდეგ,  საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 8-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.

ამავე კატეგორიაში