''თავისუფლება უკანონო პატიმრებს'' - პროტესტი სასამართლო სხდომის პარალელურად

19 ივნისი 2017, 00:00 3717 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ დაიწყო 11-12 მარტის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი, თუმცა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დაკავებულების ახლობლებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს და ეზოში გადაინაცვლეს.ისინი გამოძიებას არ ენდობიან.

სასამართლო დარბაზი ბრალდებულებმაც დატოვეს. პროცესი ნახევრად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს.

დაკავებულების ოჯახის წევრები ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

მათთვის მიუღებელია პროკურატურის მიერ შეთავაზებული საპროცესო გარიგება. მათი განცხადებით ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ გააჩნია , რომელიც დაკავებულების ბრალეულობას დაადასტურებს.  

დაკავებულების ახლობლები ბრალდებულების პატიმრობაში დარჩენის შემთხვევაში მასშტაბური აქციების მოწყობით იმუქრებიან.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი