ტესტირება უსკოში

18 ივნისი 2017, 00:00 2532 ნახვა

დღეს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მეორე ეტაპი, ტესტირება ჩატარდა. ახლადჩამოყალიბებული ინსტიტუციური განვითარების სამსახურში დასაქმების სურვილი 90 კანდიდატმა დააპირა.

ახალ სამსახურს გრანტების მოძიება და სასწავლო ტრენინგ ცენტრის შექმნა ევალება, სადაც საარჩევნო მოხელეებსა და დაინტერესებულ პირებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და  გადამზადების სპეციალური კურსების გავლა შეეძლებათ. კონკურსის ბოლო, მესამე ეტაპი -გასაუბრება კი უახლოეს დღეებში დაინიშნება. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში