ბათუმი სტრიტ-არტ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში კედლები მაზნიაშვილის, გოგებაშვილის და ბაქოს ქუჩებზე, ასევე ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიხატა.

წელს ფესტივალში 6 ქვეყნის 35 ხელოვანი მონაწილეობს. მხატვრებმა ქალაქის მასშტაბით 600 კვადრატულ მეტრი კედლები მოხატეს.

ფესტივალი ბათუმში უკვე მეხუთედ იმართება. წელს მისი ორგანიზებისთვის 35 000 ლარი დაიხარჯა.
