პატრიარქთან დეკანოზის ოჯახის შეხვედრა გადაიდო

17 ივნისი 2017, 00:00 1858 ნახვა

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას ისევ ითხოვენ. სასულიერო პირის ძმა აცხადებს, რომ კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც 20 ივნისს იყო ჩანიშნული, ამჯერადაც გადაიდო.

თორნიკე მამალაძის განცხადებით, მიზეზი როგორც მას ერთ-ერთმა სასულიერო პირმა განუმარტა, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. თორნიკე მამალაძემ ''მთავარს'' ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ პატრიარქს ისინი ადვოკატების გარეშე შეხვდებიან, სადაც მისი თქმით, პატრიარქს საქმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან  და ადვოკატებთან შეხვედრის აუცილებლობაში დარწმუნებას  შეეცდებიან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი