ბათუმში 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ე. წ. ''ეშმაკის ბორბალზე'' იმყოფებოდა. მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა თუ გადმოხტა ეს ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ე. წ. ''ეშმაკის ბორბალი'' ბათუმის მერიის ა(ა)იპი ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს საკუთრება. სააგენტოში შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე ვერ საუბრობენ, თუმცა განმარტავენ, რომ უსაფრთხოების ნორმები ატრაქციონზე დაცულია. '' უსაფრთხოების ნორმები დაცულია, ყოველთვის უტარდება შემოწმება და ლიცენზირებულიცაა. რა გახდა მიზეზი ამას გამოძიება დაადგენს ''-აცხადებს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ალეკო თევზაძე.