საზმაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლებს კანონმდებლები ივლისში მოუსმენენ

15 ივნისი 2017, 00:00 3150 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიშს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები პლენარული სხდომის ფორმატში მოისმენენ.

ანგარიშის მოსმენისა და ცნობად მიღების წესი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა დღეს სპეციალური დადგენილებით განსაზღვრეს. აქამდე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიშს კანონმდებლები მხოლოდ კომისიებსა და ფრაქციებში ეცნობოდნენ, ზუსტი წესი კი იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განმარტებით რეგლამენტში გაწერილი არი არის. ამიტომ დეპუტატებს ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული უფლების გამოყენება და დადგენილების მიღება მოუხდათ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ამგარიშს სავარაუდოდ ივლისში მოისმენენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი