''ყაზახური ინვესტიცია'' და დარღვეული პირობები – კომპანია “სტატოტელმა” მახინჯარში, სანატორიუმ “მზიურის” და “გოგირდის აბანოების” ტერიტორია გარკვეული პირობებით გასული წლის შემოდგომაზე იყიდა.
კომპანიას ამ დრომდე ტექნიკური დავალება უნდა შეესრულებინა. მთავრობა ინვესტორს აჯარიმებს, თუმცა მოასწრებს თუ არა, “სტატოტელი” პირობების შესრულებას და 10 მილიონი დოლარის დახარჯვას? კითხვებზე კომპანიის წარმომადგენელმა არ გვიპასუხა.
არაერთხელ გაყიდული, მაგრამ გაყინული პროექტის შესახებ ირინე წუწუნავა მოგვიყვება.