ბათუმში 11 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებული მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ ადვოკატმა პაატა შავაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც შავაძე ამბობს, ღოღობერიძეს ხერხემალზე ოპერაცია ესაჭიროება.
მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადვოკატი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას სთხოვს.