ე.წ. ბარცხანის დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძმები ნობელების და კაზინეცის ქუჩებზე შეიცვალა გრუნტი და მოეწყო საკანალიზაციო ჭები, მიმდინარეობს სანიაღვრე მილების რეაბილიტაციაც.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბონდი 2009“ ასრულებს. კომპანიასთან ხელშეკრულება 12 მარტს გაფორმდა. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 4 მილიონ ნახევარი ლარია, 2018 წლის 1 ივნისამდე უნდა დასრულდეს.