ქობულეთსა და ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს ლოტოტრონით გამოვლენილ 5 საარჩევნო უბანს დაითვლიან და საბოლოო მონაცემებს კიდევ ერთხელ შეაჯამებენ.
ამ დროისთვის ოლქებში შემავალი ყველა უბანი დათვლილია და არსებული მონაცემებით, ორივე მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ხმა სახელისუფლებო გუნდის მერობის კანდიდატებმა და მმართველმა პარტიამ “ ქართულმა ოცნებამ” მიიღო.
არჩევნების შედეგებთან ან საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით პრეტენზია ხელვაჩაურისა და ქობულეთის საარჩევნო ოლქებში არავის გამოუთქვამს.
საჩივრებისა და განცხადებების წარდგენის ვადა დღეს იწურება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე