შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან 

07 ოქტომბერი 2025, 15:04 85 ნახვა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები - ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 

დიპლომატებს შეხვედრის შესახებ შეფასებები არ გაუკეთებიათ, მედიასთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა ევროკავშირის ელჩი და ჟურნალისტებს კვირას, ევროკავშირის სტრუქტურის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადების გადახედვა ურჩია.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა, თუმცა მოგვიანებით განმარტება აუდიენციასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ელჩები საყვედურისთვის არ დაუბარებიათ და მათ  მიაწოდეს ობიექტური ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე