''ერთად ევროპისკენ'' - ველომარათონი

25 მაისი 2017, 00:00 1569 ნახვა

''ერთად ევროპისკენ'' - ამ სახელწოდებით ევროპის და სტუდენტური დღეების ფარგლებში ველომარათონი მოეწყო. მასში  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებული მრბოლელი "საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ველოსიპედით დააჯილდოვა. სტუდენტური და ევროპის დღეების ფარგლებში კიდევ რამდენიმე შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიება ჩატარდება. 

ამავე კატეგორიაში