არ მივიღებ შენიშვნას, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მე მივატოვე - ლევან სანიკიძე

06 ოქტომბერი 2025, 16:39 194 ნახვა

არ მივიღებ შენიშვნას, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მე მივატოვე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძეს კითხვა დაუსვეს, რატომ არ იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირაკლი ნადირაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან ერთად და ხომ არ გაემიჯნენ პროცესებს.

"დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების კამერებს გადასარევად აქვს ნანახი, ხუთი საათის განმავლობაში სად ვიყავი და სად ვმოძრაობდი. ბოლოს თქვენი კამერებით ვნახე, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა იყვნენ რუსთაველის გამზირზე. როგორც პაატა მანჯგალაძე მეგონა, რომ სახლში იყო წასული, იგივე შეგრძნება მქონდა, რომ ის ადამიანები აღარ იყვნენ რუსთაველის გამზირზე. ჩატებში რა ხდებოდა, ყველამ კარგად იცის და საკუთარ თავზე არ მივიღებ შენიშვნას, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მივატოვე. რომ მცოდნოდა, იქ იყვნენ დარჩენილი, მივიდოდი“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

 

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე