ევერესტის მახლობლად, ტიბეტის მთებში ძლიერი ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის პირობებში ასობით მოლაშქრე ჩარჩა.
ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 350 მოლაშქრე ქუდანგის პატარა დასახლებაში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენ 200-ზე მეტ მოლაშქრესთან კავშირი უკვე დამყარდა.
გასულ შაბათ-კვირას ჰიმალაის მთებში უჩვეულოდ ძლიერი თოვლი და ნალექი მოვიდა.
რეგიონში რამდენიმე დღეა ძლიერი წვიმა და წყალდიდობაა. ნეპალში მეწყრის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე