ინდოეთის ერთ-ერთ შტატში ხველის საწინააღმდეგო სიროფის - ქოლდრიფტ-ის მიღების შედეგად 14 ბავშვი გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტამილნადუს შტატში ფარმაცევტული კომპანია სრესან ფარმას მიერ წარმოებული კოლდრიფის ხველის საწინააღმდეგო სიროფის ნიმუშები შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ ის შეიცავდა დიეთილენგლიკოლს, რომელიც აღემატება დასაშვებ ნორმას.
პოლიციის განცხადებით, ამ საქმეში მთავარი ბრალდებული დოქტორი პრავინ სონია, რომელმაც, სავარაუდოდ, გარდაცვლილი ბავშვების უმეტესობას უმკურნალა.
შემთხვევის შემდეგ დალუქეს საწყობი, სადაც სავარაუდოდ სადავო პრეპარატი ინახება, ასევე დაიხურა მრავალი აფთიაქი.
ინდოეთი მისი ფარმაცევტული ექსპორტის ხარისხის გამო საერთაშორისო კონტროლს მას შემდეგ დაექვემდებარა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სხვა ინდური კომპანიის მიერ წარმოებული ხველის სიროფები 2022 წელს გამბიაში 70 ბავშვის გარდაცვალებას დაუკავშირა - დასკვნა, მოგვიანებით ნიუ-დელიმ უარყო.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე