ჩვენ ეს არჩევნები ხალხთან ერთად მოვიგეთ, ხალხთან, რომელმაც ომს მშვიდობა ამჯობინა - შალვა პაპუაშვილი

05 ოქტომბერი 2025, 11:09 244 ნახვა

დღევანდელი ადგილობრივი არჩევნები, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ გამოირჩევა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობით, მთავრობის მიმართ ნდობის შესახებ რეფერენდუმად იქცა, რეფერენდუმად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად მოიგო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X -ზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ჩვენ ეს არჩევნები ხალხთან ერთად მოვიგეთ, ხალხთან, რომელმაც ომს მშვიდობა ამჯობინა.

„დღევანდელი ადგილობრივი არჩევნები, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ გამოირჩევა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობით, მთავრობის მიმართ ნდობის შესახებ რეფერენდუმად იქცა, რეფერენდუმად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად მოიგო. 1,000,00 ადამიანმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორისაა თბილისის მერის, კახი კალაძისათვის მიცემული 200,000-ზე მეტი ხმა. ეს რიცხვები რეკორდულია „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო ოთხ მუნიციპალურ არჩევნებში, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე თბილისში. ჩვენ ეს არჩევნები ხალხთან ერთად მოვიგეთ, ხალხთან, რომელმაც ომს მშვიდობა ამჯობინა, უცხოელთა ბატონობას სამშობლოს ერთგულება არჩია, წარსულს კი – მომავალი. მადლობელი ვარ თითოეული ამომრჩევლისა და პირობას ვაძლევ მათ, რომ უფრო მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ერს, ჩენს სარწმუნოებას და ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება უცხოეთიდან მხარდაჭერილ ძალადობას, რომელსაც გასულ ღამეს რადიკალებმა მიმართეს, გპირდებით, რომ ამაზე დავწერ, და დავწერ ბევრს,” – წერს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე