მანჩესტერ იუნაიტედი ევროპა ლიგის გამარჯვებულია

25 მაისი 2017, 00:00 2620 ნახვა

შვედეთში, ქალაქ სტოკჰოლმის ''მეგობრობის არენაზე'' მანჩესტერ იუნაიტედმა ევროპა ლიგის თასი აღმართა. ''წითელმა ეშმაკუნებმა'' ამსტერდამის ''აიაქსი'' 2-0 დაამარცხა. გულშემატკივარმა მოედანზე იხილა ორი სხვადასხვა დიდი ტრადიციების მქონე კლუბის დაძაბული დაპირისპირება. მიუხედავათ ''აიაქსის'' ფეხბურთელების ტერიტორიული უპირატესობისა და მონდომებისა, მათ ვერაფერი გააწყვეს მოურინიოს შეგირდების წინააღმდეგ. 

მნიშვნელოვანი იყო პოგბას მიერ თამაშის მე-18 წუთზე გატანილი გოლი. მეორე ტაიმის დასაწყისშივე 48-ე წუთზე მხითარიანის მიერ გატანილმა გოლმა მანჩესტერს კომფორტული უპირატესობა შეუქმნა, რაც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს.

მიუხედავათ იმისა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა, ამ მოგებით მან ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში