საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ინიციატივით რამდენიმე ახალგაზრდა პიანისტი მიშელ სონის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
ტრადიციული გალა კონცერტი მარტში პარიზში გაიმართება. პიანისტთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დღეს ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლაში გაიმართა, საბოლოოდ კომისია გამარჯვებულებს რამდენიმე დღეში მეორე, კონცერტის ტურის შემდეგ შეარჩევს.
საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე