''ქართული ოცნების'' საპატიო თავმჯდომარის წერილს პოლიტიკური პარტიების წევრები უკვე გამოეხმაურნენ. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ამ მიმართვით დადასტურდა, რომ ქართულ ოცნებას მოახლოებული არჩევნების ეშინია.
ლელო ძლიერი საქართველოს წევრების თქმით, 13 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს იმედები გაუცრუვდა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 13 წლის წინ ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე