„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ ბრალდებულები. ისინი საქართველოში არ იმყოფებიან.
საქართველოს პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორივე მათგანს 9-დან 12 პატიმრობა ემუქრება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე