პუტინმა დეფაქტო ცხინვალში ახალი ე.წ ელჩი დანიშნა

24 მაისი 2017, 00:00 1824 ნახვა

ვლადიმერ პუტინმა დეფაქტო სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მარატ კულახმეტოვი დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი 23 მაისს მოეწერა და სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა. მანამდე, მურატ კულახმეტოვი ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო და მეორე კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის წოდება ჰქონდა.

კულახმეტოვმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. ელჩის თანამდებობაზე ელბრუს კარგიევი ჩაანაცვლა, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 2008 წლიდან იმყოფებოდა, როდესაც არაღიარებულ ცხინვალსა და რუსეთს შორის ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.

ამავე კატეგორიაში