არავის მივცემთ საშუალებას, საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი - პრემიერი

29 სექტემბერი 2025, 21:41 106 ნახვა

ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უცხოური სპეცსამსახურები მუშაობენ აპრობირებული მეთოდებით.

„ამ მუშაობის მიზანია საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება, თუმცა ყველას მინდა დავპირდე, რომ როგორც გასული 13 წლის განმავლობაში იყო წარუმატებელი რევოლუციური მცდელობები, ასევე იქნება წარუმატებელი წელსაც და მომდევნო წლების განმავლობაშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში წარმატებით განახორციელოს რაიმე რევოლუციური ჩანაფიქრი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე