ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა

29 სექტემბერი 2025, 14:10 101 ნახვა

თბილისში კალოუბნის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ნაცვლად ახალი, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა.

თბილისის განვითარების ფონდმა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამგორის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა.  

პროექტის შედეგად, ფართებით დაკმაყოფილდება 29 ოჯახი და ჩაბარდებათ სრულად გარემონტებული ბინები, ასევე ერთი კომერციული ფართი.

მერიის ინფორმაციით, 12 ოჯახს ბინა დღეს გადაეცა, სხვები კი უახლოეს მომავალში შეძლებენ თავიანთი საცხოვრებელი ფართების მიღებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე