„სუპერ სპრინტი 2025“ - ამ სახელწოდებით, ბათუმი კანოე-კაიაკში საერთაშორისო მასშტაბის სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. ტურნირში 23 ქვეყნის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები მონაწილეობენ.
ჩემპიონატი ტარდება საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, ბათუმის სპორტული ცენტრისა და საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობით. ტურნირის მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული ტურიზმის განვითარებაა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე