წინასაარჩევნო შეხვედრა ამომრჩევლებთან

28 სექტემბერი 2025, 11:46 98 ნახვა

წინასაარჩევნო შეხვედრები ამომრჩევლებთან გრძელდება. გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა ქართული ოცნების ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური. პარტიის ინფორმაციით, ადგილობრივები დასახლებაში ამ დრომდე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ელიან.

საუბარია სკვერზე, რომლის რეაბილიტაცია ჯერ არ არის დასრულებული და სწორედ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა არის მოსახლეობის მოთხოვნა. ასევე, მათ პრობლემას უქმნის ამ უბანში არსებული მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი, რომლის დემონტაჟს და სხვა ადგილას გადატანას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ მათი პრობლემების მოგვარებაში აქტიურად ჩაერთვება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე