საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე დასწრების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოსურათს აქვეყნებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამს დავესწარი.
ღონისძიება გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე