მადლობის სიგელები მასწავლებლებს

26 სექტემბერი 2025, 17:32 328 ნახვა

მომავალი თაობების აღზრდასა  და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.   

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ინიციატივით, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

მასწავლებლის ეროვნული პრემია კი 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში