ლიტერატურული ფესტივალი " ზე-კართან" ქედაში გადაინაცვლა. სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცეში ფილოლოგიის დოქტორის გიორგი ხორბალაძის საჯარო ლექცია თემაზე, „ ფრიდონ ხალვაშის შემოქმედების როლი და მნიშვნელობა ქართულ ლიტერატურაში“ გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ამირან ქავთარაძის ფილმის - „მეც უნდა ვიყო შენი პოეტი“ ჩვენება. მანამდე ფესტივალი შუახევში გაიხსნა,ღონისძიება ნინო ვახანიას საჯარო ლექციით დაიწყო თემაზე „ქართული რომანტიზმი მსოფლიო რომანტიზმის კონტექსტში“.
ფოლკლორული ანსამბლების „ჭვანა“ და „ფესვების“ მუსიკალური ნომრების შემდეგ ფესტივალის მონაწილე პოეტებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს. სოფელ შუბანში, ტარიელ ფუტკარაძის სახელობის საჯარო სკოლაში, გადაინაცვლებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე