სამუშაო შეხვედრა

25 სექტემბერი 2025, 17:55 120 ნახვა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სივრცითი მონაცემთა ინფრასტრუქტურის (NSDI) რეფორმას ახორციელებს საჯარო რეესტრი როგორც კოორდინატორი უწყება აკადემიური სექტორის ჩართულობის კომპონენტის გაძლიერებაზე მუშაობს.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ლუვენის უნივერსიტეტის ექსპერტებთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრები გამართეს.

მხარეებმა კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და სექტორში განათლების მხარდასაჭერ საკითხებზე იმსჯელეს.

უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა უზრუნველყოფს დარგში პირველი ინოვაციური სასწავლო პროგრამის ჩამოყალიბებას, რომელიც აერთიანებს გლობალურ გამოცდილებას და ხელს შეუწყობს სტუდენტების ჩართულობას.

სტუდენტები საჯარო რეესტრის ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ სერვისებს დეტალურად გაეცნენ. გარდა ამისა, შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ NSDI საერთაშორისო ექსპერტებისგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე