ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, კავშირ „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებისთვის მხატვარ-დიზაინერმა ნინო მირიანაშვილმა მასტერკლასი გაიმართა.
ღონისძიებაში საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ "შემოქმედებითი საქართველოსა" და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობდა 30-მდე შშმ პირი.
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადები" დასკვნით კონცერტებს თბილისი უმასპინძლებს.
დასკვნითი კონცერტები 9 და 11 ოქტომბერს გაიმართება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            