ნარკოდანაშაულის კიდევ ერთ ფაქტი გახსნეს სამართალდამცველებმა შიდა ქართლში. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შსს-ს ცნობით დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები იდენტიფიცირებული არიან, რის შედეგადაც რუსეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს.
დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა სატვირთო ავტომობილის საშუალებით, საქართველოში 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება შემოიტანა და აზერბაიჯანის მოქალაქეს შემდგომი რეალიზაციის მიზნით გადასცა.