საქართველოში აკრედიტირებული სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეები სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ეწვივნენ

19 სექტემბერი 2025, 11:12 108 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC) საქართველოში აკრედიტებული, სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეები ეწვივნენ.

უწყების ცნობით, თავდაცვის ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებმა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი დაათვალიერეს. სადაც, დეტალური ინფორმაცია მიიღეს ცენტრის ზოგადი საქმიანობისა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესახებ. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე, თავდაცვის ატაშეებმა საინჟინრო-სარემონტო სამმართველოს ინფრასტრუქტურა და მცურავი საშუალებების ბაზა დაათვალიერეს. შეხვედრაზე სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და ატაშეებმა, ერთობლივ სამომავლო მიზნებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი