პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

11 სექტემბერი 2025, 10:16 159 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული  წარსულში ნასამართლევი მ.თ. დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, მას ბრალად ედება ქურდობა, ძარცვა და  ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა-კულტივირება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს, თბილისში მდებარე  ბინებში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ძვირადღირებული ნივთები და კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ მ.თ. ბრალდებულის სახით დააკავა და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულის მიერ, ჩადენილი იყო თბილისში მომხდარი ერთ-ერთი ძარცვის ფაქტიც.

სამართალდამცველებმა ასევე, მ.თ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას,  ამოიღეს, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბური და "მცენარე კანაფი".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 178-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- განმარტავენ შსს-ში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი