გონიოში, წელს პირველად კულტურის ბანაკი 2025 ტარდება, რომელშიც სტუდენტები მონაწილეობენ.
ბანაკის მიზანია, ახალგაზრდებში ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია.
პროექტი აერთიანებს ლექციებს, შემოქმედებით სემინარებსა და ინტელექტუალურ აქტივობებს. ბანაკის მონაწილეებს აჭარის კულტურის მინისტრი შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ისაუბრეს კულტურის მენეჯმენტზე, სახელოვნებო დარგების განვითარების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერასა და საერთაშორისო პროექტებში სტუდენტების ჩართვის გზებზე.