პარლამენტთან აქციაზე 20 პირი დააკავეს

02 სექტემბერი 2025, 17:53 139 ნახვა

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ 20 პირი დააკავა. ისინი პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომის პარალელურად, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ და აქციას მართავენ.   

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.   

რაც შეეხება კომისიის დასკვნას, დაადგინეს, რომ 2004 წლიდანვე მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშვიდობო პროცესისადმი საზიანო ნაბიჯები გადადგეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში