ბათუმში ავტოავარიის შედეგად 50 წლის ქალი გარდაიცვალა

20 მაისი 2017, 00:00 30676 ნახვა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, "თიბისი ბანკის" სათაო ოფისთან, პირველადი ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომანქანა 50 წლამდე ქალს დაეჯახა. ავარიის შედეგად, ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.

 ქალის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, მისი ინფორმაციით საავადმყოფოში დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. 

თვითმხილველების ინფორმაცით, ქალი გადადიოდა იმ ადგილზე, სადაც ზებრა გადასასვლელი არ არის.  

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "მერსედესის" მარკის მძღოლი არ მიმალულა. საქმის გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276 მე-5  ნაწილით დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში