პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

01 სექტემბერი 2025, 14:19 73 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 30 ცალ ტაბლეტს, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას 0,765 გრამ მეთადონს შეიცავს.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (არაერთგზის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში