საგამოძიებო კომისიის დასკვნა პარლამენტის ბიუროს წარედგინება

01 სექტემბერი 2025, 11:50 88 ნახვა

პარლამენტი საშემოდგომო სესია ხვალ გაიხსნება. კანონმდებლები პირველივე სესიაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის 430 გვერდიან დასკვნას განიხილავენ.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელთა ინფორმაციით, მასში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღემდე ჩადიოდნენ. სესიაზე წარდგენამდე კომისიის მიერ მომზადებული შემაჯამებელი დასკვნა დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

საკითხები, რომლებზეც დეპუტატები ხვალვე იმსჯელებენ სუსის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცება და გახარიას პარტიის მანდატ-შეწყვეტილი დეპუტატების ადგილ-მონაცვლეთა უფლებამოსილების საკითხებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში