1 ივნისის ღონისძიებები

31 მაისი 2016, 00:00 4584 ნახვა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ ბათუმში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება. 12 საათიდან  პატარებს 6 მაისის პარკი უმასპინძლებს, სადაც საზეიმო კონცერტები და უფასო ნაყინის აქცია მოეწყობა. მუსიკალურ-თეატრალური და გასართობი კონცერტები ჩატარდება ბათუმის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე და თოჯინების თეატრშიც. დაგეგმილია საზეიმო კონცერტები საბავშვო სტუდიების მონაწილეობით. ღონისძიებების ორგანიზატორი ბათუმის მერიია. პირველ ივნისს ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასო იქნება.

ამავე კატეგორიაში