სახალხო დამცველის გამოხმაურება

29 აგვისტო 2025, 17:46 289 ნახვა

პოლიტიკოსის ოჯახური მდგომარეობა შეიძლება საზოგადოების ინტერესის საგანი გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უშუალოდ უკავშირდება მის საჯარო საქმიანობას .

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა შესაბამის სუბიექტს, განსაკუთრებით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, საჯარო პირებს, მედიაპლათფორმებსა და ჟურნალისტებს, გამოიჩინონ მაღალი სტანდარტის პოლიტიკური და სოციალური პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის შემცველი, არაეთიკური განცხადებებისგან, - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ავრცელებს, რითაც „ბოლო პერიოდში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკურსში ქალებსა და არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ სიძულვილის ენის გახშირებულ შემთხვევებს“ ეხმაურება.

როგორც ლევან იოსელიანი განმარტავს, მიუღებელია სიძულვილის ენის გამოყენება, რომელიც ავრცელებს, ახალისებს, ხელს უწყობს ან ამართლებს განსხვავებულ მოსაზრებასა თუ სოციალურ სტატუსზე დაფუძნებულ სიძულვილს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნული რიტორიკა პირდაპირ ან ირიბად ეხება ბავშვებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი