ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

26 აგვისტო 2025, 17:58 126 ნახვა

მეუღლის, ალინა კალოიანის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ნიკოლოზ ქრისტესიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა.

ადვოკატმა კი ქრისტესიაშვილის მიმართ 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ქრისტესიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში