რეჟისორი და მსახიობი ოთარ ქათამაძე გარდაიცვალა

24 აგვისტო 2025, 12:09 1032 ნახვა

ბათუმელი რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი ოთო ქათამაძე გარდაიცვალა.

42 წლის ხელოვანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცავალა.

ოთო ქათამაძე ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი იყო. მან წლების წინ საფუძველი ჩაუყარა ბათუმში ქუჩის თეატრს. დადგა არაერთი სპექტაკლი და ჩართული იყო სტუდენტური თეატრალური ცხოვრების განვითარებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია თანაუგრძნობს ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი