ნატოს გენერალურმა მდივანმა და თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრეს

20 აგვისტო 2025, 14:01 157 ნახვა

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაურეკა. განიხილეს უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესი.  ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ლიდერის პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა რუტემ ხაზი გაუსვეს თურქეთის მნიშვნელოვან როლს უკრაინის სამშვიდობო პროცესსა და შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, - ნათქვამია იქსზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი