20 ივნისის საქმეზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან საგამოძიებო ექსპერიმენტი გრძელდება

14 აგვისტო 2025, 14:44 117 ნახვა

20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი გრძელდება. რუსთაველის გამზირზე დღეს ორი დაზარალებული მოქალაქე გამოჰკითხეს. მათ გამომძიებლის და ექსპერტის შეკითხვებს ადგილზე უპასუხეს. პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტით სრულდება სტრასბურგის სასამართლოს მითითება, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რამდენად სწორად დაგეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საპოლიციო ღონისძიებები 2019 წლის 20 ივნისს. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციის გათვალისწინებით, ეფექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, დღეს შოთა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსპერტ-კრიმინალისტების, თბილისის პროკურატურის გამომძიებლების მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. 

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას, რომ დაადგინოს როგორც კონკრეტულ დაზარალებულთან მიმართებაში, აგრეთვე აღადგინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გამოყენების სრული სურათი - აცხადებს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი პაპუნა კერესელიძე.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში