თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

14 აგვისტო 2025, 14:05 100 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ  ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა.  თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე მიუთითებდა ბრალდების მხარე. დღევანდელ სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა. მისი განცხადებით, პოლიციელისთვის სილის გაწვნით მან  პროტესტი გამოხატა უსამართლობაზე.

პროკურატურას საქმეში 13 მოწმე ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთია დაზარალებული პოლიციელი თეიმურაზ მეშველაშვილია, რომელზე თავდასხმასაც ედავება გამოძიება რატიანს. მომდევნო სხდომაზე დაიწყება საქმის არსებითად განხილვა და სასამართლო ბრალდების მხარის პირველ მოწმეებს მოუსმენს.  

ზვიად რატიანი 23 ივნისს თბილისში, პარლამენტთან, აქციაზე დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ მეშველაშვილს ხელი გაარტყა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში